ჩვენს შესახებ

სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი Future World კავკასიაში აკრედიტირებულია "Future World Learning Services" მიერ - როგორც ექსკლუზიური სასწავლო პაკეტის მფლობელი.


Future World საქართველოში 2005 წლის აპრილში დაარსდა და დღესდღეობით წარმატებით ვაგრძელებთ მოღვაწეობას დასახული გზით. ცენტრში წლების განმავლობაში წარმატებულად ფუნქციონირებდა ინგლისური ენის შემსწავლელი ექსკლუზიური ონ-ლაინ პროგრამა Discovering English. ჩვენ ვართ მსოფლიოში წარმატებული საბავშვო დრამა აკადემიის ‘‘Helen O'Grady’’-ს ოფიციალური წარმომადგენლები.



ჩვენი სასწავლო გეზი ორიენტირებულია, რომ წარმატებით დავნერგოთ სწავლების მეთოდებში ინტელექტუალური ღირებულებები, განვავითაროთ და სიახლეებით გავამდიდროთ აკადემიური ბრიტანული ენა თანამედროვე მიღწევებით, რასაც გამოცდილი, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე აკრედიტირებული პედაგოგები ხელმძღვანელობენ. FW-ის მიზანია მაქსიმალურად საუკეთესო შედეგის მიღწევა თითოეულ სტუდენტთან. სწავლების ყოველ ეტაპზე მსმენელის დონე მოწმდება, როგორც ტესტებით, ასევე ზეპირად. ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ საფუძვლიანად დამუშავებული პროგრამები და ტრენერ-პედაგოგების მეთოდები საშუალებას გაძლევთ დაეუფლოთ ინგლისურ და რუსულ ენებს ყოველგვარი სირთულეების გარეშე. ჩვენთან სწავლით მოგეცემათ შანსი სწრაფად იაზროვნოთ თქვენს მიერ არჩეულ უცხო ენაზე



"Future world"-ი გთავაზობთ ინოვაციურ ,ინტეგრირებულ ინგლისური ენის სწავლების პაკეტს ყველა ასაკისა და დონის სტუდენტებისთვის. ჩვენი პროგრამები დაგეხმარებათ უნარების უფრო სწორად განვითარებაში, ყოველდღიური, სალაპარაკო ინგლისურის გამოყენებით. ჩვენი პროგრამა მოიცავს გამოცდილი ენის ტექნიკას და ახალ საინტერესო მეთოდებს. კლასში გამოიყენება ასევე ისეთი ახალი მასალა, რომელიც აძლევს სტუდენტს მნიშვნელოვან ინფორმაციას თანამედროვე კულტურისა და საზოგადოების შესახებ. პირველივე დღიდან, პირველივე გაკვეთილიდან ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ინგლისურზე რომელიც ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ლაპარაკში გამოიყენება. ყველა გაკვეთილი ისწავლება კლასის სრული მონაწილეობით, ჯგუფური მუშაობით, დისკუსიებით და სახალისო როლური თამაშებით. ეს ყველაფერი სწავლებას უფრო სასიამოვნოს ხდის, აუმჯობესებს ენის ცოდნას და ზრდის თავდაჯერებულობას. ჩვენი მიზანია თქვენი ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება. ყოველივე ჩვენი გაკვეთილი არის სასიამოვნო და შემოქმედებითი. ცენტრის მეგობრული გარემო საშუალებას მოგცემთ იყოთ უფრო გახსნილები და თავდაჯერებულები.