ბიზნეს ინგლისური

(ინგლისური ენა)

ეს კურსი საინტერესოა მსმენელთათვის, რომლებიც ემზადებიან ბიზნესის შესასწავლად მათთვის ვისაც აქვს კონტაქტი ბიზნეს საქმიანობასთან. კურსი მოიცავს იმ თემატიკას და ენობრივ სტრუქტურას, რაც თქვენს ბიზნეს საქმიანობაში გჭირდებათ. მეცადინეობის შედეგად გაგიიოლდებათ სალაპარაკო და წერილობითი კონტაქტის დამყარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოლაპარაკების წარმართვა უცხოელ ბიზნესმენებთან. სასწავლო მასალები შერჩეულია სპეციალიზირებული ბიზნეს გამოცემებიდან და სხვა ორიგინალური წყაროებიდან.

გაკვეთილზე დამატებით მასალად გათვალისწინებულია თავისუფლად მეტყველების სასწავლო თემები: შეხვედრები, პრეზენტაციები, საქმიანი მოლაპარაკებები,საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები, მენეჯმენტის ნაირსახეობები, საერთაშორისო ეკონომიკა, სხვადასხვა მსოფლიო ახალი ამბები ა.შ.

მეცადინეობა ტარტება ჯგუფურად, კვირაში სამჯერ. შესაძლებელია ინტენსიური კურსის გავლაც.