ზოგადი ინგლისური

(ინგლისური ენა)

ზოგადი ინგლისური ენა სხვადასხვა ასაკობრივ პროგრამას მოიცავს – საბავშვო, თინეიჯერების და მოზრდილთა პროგრამები. კურსი რეკომენდირებულია ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის: ვისაც სურს დაეუფლოს ენას, გაიუმჯობესოს საუბრის, სმენის, კითხვის, ლექსიკის, გამოთქმის უნარჩვევები. ლექციებზე გათვალისწინებულია კომუნიკაციისა და თავისუფლად მეტყველების მრავალი სასწავლო თემa, რაც საშუალებას მოგცემთ იოლად გადალახოთ ენობრივი ბარიერი.

ჯგუფები კომპლექტდება ასაკისა და დონის მიხედვით. წინასწარი ტესტირების და გასაუბრების შედეგად ჩაირიცხებით შესაბამისი დონის ჯგუფში. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ. ყოველი კურსი დასრულდება ტესტირებით, რისი შედეგების მიხედვითაც მოხდება შემდეგ საფეხურზე გადასვლა და შესაბამისი სერთიფიკატის მინიჭება. ჯგუფში დასაშვებია მაქსიმუმ 8 მოსწავლე.