საზაფხულო სკოლა

FutureWorld - ი მოსწავლეებს 14 წლიდან გთავაზობთ საზაფხულო ბანაკებს და სწავლას ევროპის ქვეყნებში.

საერთაშორისო საზაფხულო ბანაკები განთავსებულია იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში, პოლონეთში, ჩეხეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც წამყვანია ინგლისური ენა.
ბანაკებში შეხვდებით თანატოლ წარმომადგენლებს ყველა ქვეყნიდან.
დაკავებულნი იქნებით მრავალფეროვანი და ძალზედ საინტერესო სასწავლო პროგამებით. შეგიძლიათ აირჩიოთ: ხელოვნება, ფოტოგრაფია, კერამიკა, გარემოს დაცვა, ძეგლთა აღდგენა-შენარჩუნება და მრავალი სხვა საგანი.

თუ თქვენ წარმატებით წარმოაჩენთ თქვენი ენის ცოდნას, განათლებას და სასარგებლოდ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებებს ამ შემთხვევაში საერთაშორისო ბანაკი საშუალებას გაძლევთ მომავალშიც ითანამშრომლოთ მათთან, უხელმძღვანელოთ მსგავს პროგრამას სხვადასხვა ქვეყნებში და იყოთ ბანაკის ლიდერი.

მიიღებთ მიწვევას მრავალ სხვა საინტერესო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად და წამახალისებელ ჰონორარს!