სწავლების მეთოდიკა

იყო პედაგოგი დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და ვთვლით, რომ იგი ძალზედ საინეტერესო და მნიშვნელოვანია. ‘’Future World’’-ში უმთავრესია მაქსიმალურად წარმატებული და შედეგის მომტანი იყოს ყოველი გაკვეთილი. დამყარებული გვაქვს კეთილგანწყობილი ურთიერთობა ბავშვებთან და მათ მშობლებთან.



რა თქმა უნდა იმისათვის, რომ სხვას ასწავლო, შენ თვითონ მუდამ სწავლების პროცესში უნდა იყო ჩაბმული და ამიტომაც “Future World’’-ის პედაგოგები მუდმივად და აქტიურად არიან დაკავებულნი კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგ-სემინარებით. მოვითხოვთ ყველა მასწავლებელს შევასწავლოთ და ავათვისებინოთ ინგლისური ენის შესწავლის სტანდარტები და მეთოდები, რომლებიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს და მეთოდებს შეესაბამება.



დაწყებით საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის ინტერესის სტიმულირება, მოტივაციის გაძლიერება. მოზარდებმა უნდა შეიყვარონ ენის სწავლების პროცესი,თვით უცხო ენა და კულტურა. სხვადასხვა მეთოდოლოგიას ახალ-ახალი მიდგომები მოაქვს სწავლისადმი. მრავალფეროვანი გაკვეთილი უფრო საინტერესო და შემოქმედებითი ხდება. ეს ახალისებს და აცოცხლებს გაკვეთილის პროცესს და სწავლების ხარისხს. დღეს შემოთავაზებული ტექნოლოგიები, უამრავი სახელმძღვანელოები, უცხო ენის სწავლებაში სირთულეების დაძლევის საშუალებას იძლევა.